თეგებით ძიება

"ძალიან გული მწყდება, რომ საქართველოში ჩამოვიდა ჩემი შვილი" - გიული ალასანია

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ტელეკომპანია "პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ მისი შვილის ჩამოსვლა საქართველოში შეცდომა იყო.


"სრული გაუგებრობაა. სად ვცხოვრობთ საერთოდ ? მგონი დიდი ხანია ჩვენ ჩრდილოეთ კორეაში ვცხოვრობთ და უბრალოდ არ გვიცხადებენ. ჩემთვის ეს არის ნათელი. ობიექტური სურათი მაგათ ინტერესებში არ შედის. ძალიან გული მწყდება, რომ საქართველოში ჩამოვიდა ჩემი შვილი. ახლა პირველად ვამბობ, მაგრამ გული მწყდება. ეს მისი მხრიდან დიდი შეცდომა იყო. რა მიიღო ? რა მივიღეთ ? უკრაინის სიყვარულში ნურავინ შემეჯიბრება, მაგრამ რას ნიშნავს ის, რომ ჩემი შვილის სახელის ხსენებაზე სტვენა იწყება. უკაცრავად რა ჰქვია ამას? ვერ გავიგე. რა მივიღეთ ჩვენ საბოლოოდ? ეს უნდა მიეღო ჩემს შვილს საზოგადოებისგან?

არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს ამ შეთითხნილ საქმეებს. ახლა ციხეში ჰყავთ გამოკეტილი და რა თქმა უნდა, ცდილობენ რომ მოკლან. აუცილებელია მისი გაყვანა ისეთ ცენტრში, სადაც გამოცდილება აქვთ ასეთი დაავადების მკურნალობის. ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა