თეგებით ძიება

ევროკავშირში წევრობის ასეთი შანსი არ გვქონია - დავით ზილფიმიანი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრის, დავით ზილფიმიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალა ვითარება და საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი არა 2024 წელს, არამედ მიმდინარე წელს უკვე გააკეთა.

„მხედველობაში მაქვს ის ერთობლივი რეზოლუცია, რისთვისაც ვემზადებით. რა მნიშვნელობა აქვს, შენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდება იმ მიზნის განხორციელება, რისთვისაც ყველა ვიბრძვით, თუ შენი ოპოზიციაში ყოფნის დროს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყო ადრე, ვინ იყო გვიან. ვინ როდის რა თქვა. ამ თემაზე პატენტები არ არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში, ვინ ოპოზიციაში. მთავარი არის, რომ დაიდოს ის შედეგი საითაც მივდივართ. არ მესმის ნიშნისმოგებით საუბარი. რა საჭიროა იმის დეკლარირება, რომ დიახაც საქართველო არ უნდა მიიღონ ახლა იმიტომ რომ, უკრაინა ომობს და საქართველო არ ომობს. ბოლო 30 წელზე მეტია ჩვენ ვომობთ. ოთხზე მეტი ფრონტი გვქონდა და ზოგიერთებს ალბათ ავიწყდებათ. ეს არის სამარცხვინო. ეს არის შეურაცხყოფა მებრძოლების, დაღუპული ქართველების, განაწამები ხალხის. თუ საქართველომ არ იომა აბა ვინ იომა?! შეიძლება დღეს ამ მიზეზით ერთმანეთისთვის ნიშნის მოგება და ხელის შეშლა?! მე მგონი, არავისზე ნაკლებად არ ვიბრძვით. კვლავაც და კვლავაც, ძალიან გთხოვთ მიუხედავად პოზიციისა და ოპოზიციის ჩვენ ასეთი შანსი ჯერ არ გვქონია და მოვუფრთხილდეთ ამას“, – განაცხადა ზილფიმიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა