თეგებით ძიება

"ზუსტად ვხვდები და ვგრძნობ იმას, რასაც დედა განიცდიდა გემით რომ ტოვებდა რუსული ტანკებით გარშემორტყმულ აფხაზეთს" - ჯანეტ ქერდიყოშვილი

მოდელი, ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც თავის ისტორიას გვიყვება და უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებს.

"მე დავიბადე სანქტ-პეტერბურგში აფხაზეთიდან დევნილი ჩემი მშობლების ოჯახში და სანამ საქართველოში დავბრუნდებოდი მოსკოვშიც ვცხოვრობდი, ახლა ვხვდები რამდენად გამიმართლა იქ რომ აღარ ვარ.

დღეს, რასაც რუსეთის ხელისუფლება სჩადის, ამას გამართლება არ აქვს და ყველა ის ადამიანი ვინც მდუმარებით უყურებს, არანაკლები დამნაშავეა!
დღეს, აფხაზეთის ომის 30 წლისთავზე ზუსტად ვხვდები და ვგრძნობ იმას, რასაც დედა განიცდიდა გემით რომ ტოვებდა რუსული ტანკებით გარშემორტყმულ თავის მშობლიურ აფხაზეთს, ვხედავ, რასაც უკრაინელი დედები გადიან და განიცდიან.

24 თებერვლის შემდეგ ასე მგონია ჩვენც უკრაინაში ვიმყოფებით და ეს ომი ჩვენს წინააღმდეგაც არის. ამ ომს არასდროს ექნება გამართლება.
მადლობა ყველა ქართველს ვინც რამით მაინც ცდილობს უკრაინელების მხარდაჭერას და მადლობა ამ მამაც გოგოს განსაკუთრებული მაგალითის ჩვენებისთვის, მათ შორის მდუმარებაში მყოფი რუსული ტელევიზიისა და შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის!", - წერს მოდელი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა