თეგებით ძიება

"ივანიშვილი ვალდებულია რუსეთის სპეცსამსახურებთან" - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის რუს ოლიგარქებთან კავშირებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებთან არის ვალდებული.

"თუ რამე მიკვირს, შემდეგი რამ მაკვირვებს: თუკი ვინმეს ჯერ კიდევ გაუკვირდებოდა ბატონი ივანიშვილის ახლო ურთიერთობა, კი, ბატონო, არ დაარქვათ თანამშრომლობა, მაგრამ ძალიან ახლო ურთიერთობა რუს ოლიგარქებთან. იმიტომ, რომ ანატომიურად, დნმ-ის დონეზე, ეს ადამიანი არის ოლიგარქი და ბუნებრივია, მისი გარემოცვაც არის ოლიგარქიული წრიდან და სად არიან ეს ოლიგარქები? რუსეთში არიან. მთავარი პარტნიორი ივანიშვილის არის არა მხოლოდ ევტუშენკო, არამედ ბევრი სხვა კიდევ. ბატონი არ და ვერ იქნება სუვერენული, ვერ იქნება თვითმყოფადი პოლიტიკოსი, ვერ იქნება თვითმყოფადი მმართველი სურვილის შემთხვევაშიც კი, იმიტომ, რომ იგი არის ვალდებული სხვა ქვეყნის სხვა სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში რუსეთის სპეცსამსახურებთან, - თქვა მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა