თეგებით ძიება

უამრავი დეტალია, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი დასკვნა უნდა გააკეთოს - ვოლსკი პრეზიდენტის ვიზიტებზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის ვიზიტს ჰქონდა აშკარად გამოხატული ოფიციალური ვიზიტის ნიშნები და არა კერძოსი.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესის სკანდალურად განხილვა, სწორი არ არის.

„პოლიტიკური პარტიები ამბობენ, ეს არის პრეზიდენტის დასჯა, დაპირისპირება. რასაკვირველია, აზრთა დაპირისპირებაა არის, მაგრამ არ შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი სარჩელი ჩაითვალოს ვინმეს დასჯად, რადგან არსებობს კონსტიტუცია და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ამა თუ იმ ლიდერის მოქმედება არის ის საკითხი, რომელიც ქვეყანას აინტერესებს, რათა ისეთი ტენდენცია არ განვითარდეს, როცა კონსტიტუციის დარღვევა ჩვეულებრივ ნორმად იქცევა. ამ პროცესს სკანდალად ნუ განიხილავთ, ეს არის ნორმალური დემოკრატიული პროცესი“, – განაცხადა ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა