თეგებით ძიება

"საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს რუსეთსა და პუტინს" - ლევან ბეჟაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება.

"ირაკლი კობახიძის ეს განცხადება უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილისთვის სახელმძღვანელო, რომ ამ ძალასთან არ შეიძლება დათმობა, რადგან აშკარა რუსულ ძალას წარმოადგენენ. ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი, ან დაიკავოს ქართული საზოგადოების, ხალხის მხარე, პროგრესიული საზოგადოების მხარე, თუ ისევ ,,ქართულ ოცნებასთან" გააგრძელოს თანამშრომლობა.

დღეს ,,ქართული ოცნება" არ წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს, ქართველ ხალხს. ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად მხარს უჭერს რუსეთსა და პუტინს", - განაცხადა ბეჟაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა