თეგებით ძიება

"არცერთმა ქართულმა ტელევიზიამ არ მომცა საშუალება მომეყოლა ამ ღალატისა და გაწირვის შესახებ" - რას იხსნებეს საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენი

საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენი შორ მანძილზე ცურვაში, რუსუდან გორდეზიანი სოციალურ ქსელში თავის ისტორიას გვიყვება, სადაც საქართველოს მთავრობას და ქართულ მედია საშუალებებს აკრიტიკებს.

"მე მიღალატეს მაშინ, ისე როგორც უკრაინას უღალატეს და გამწირეს ისე როგორც უკრაინა გაწირეს! არცერთმა ქართულმა ტელევიზიამ არ მომცა საშუალება მომეყოლა ამ ღალატისა და გაწირვის შესახებ ჩემი ხალხისთვის. მაშინ საკვები დამალეს გემზე რომ მოსაღამოვდა და საღამოს მითხრეს არაფერი აღარაა და თუ გინდა შაქრიან წყალს გადმოგიგდებთო. ბოლო 10 საათი მშიერი ვცურავდი. შემდეგ დილით მოაბრუნეს გემი სპეციალურად და ყულევთან მდინარე ხობისწყალის დინებაში ჩააყენეს, რის გამოც ორმხრივ დინებაში აღმოვჩნდი.

ეს გააკეთეს იმიტომ რომ მე არც მშიერმა არ შევწყვიტე ცურვა და ნათქვამი მქონდა განმუხურამდე მივცურავ და ვიტყვი რომ კიდევ გავაგრძელებ ცურვას და თუ არ გამიშვებენ აფხაზეთისკენ მაშინ დააფიქსიროს პრესამ და ტელევიზიამ როგორ უშლის ხელს ოკუპანტი რუსეთი ასეთი მნიშვნელობის გადაცურვას-მეთქი. არ მიმიშვეს განმუხურამდე თორემ 73-ე კილომეტრზე სადაც ცურვა შემაწყვეტინეს, იმაზე მეტი ენერგია და შემართება მქონდა ვიდრე ცურვის დაწყებისას. 2014 წელს მე ის გაცურვა აფხაზეთის, აგვისტოს ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ, დაღუპულ გმირებს მივუძღვენი. მოვა დრო და მე გადავცურავ ზღვას უკრაინიდან ან უკრაინამდე, როგორ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს ეს ვიღაცებისთვის, მე ამას გავაკეთებ! "ქართული ოცნების" ხელისუფლება რომ არ მიშლიდეს ხელს, ამას აქამდეც გავაკეთებდი! სამშობლოს სიყვარული "არ მაპატიეს" რუსეთუმე მონებმა და ტლუ მარიონეტებმა!

2015 წელს გამოვთქვი სურვილი გადამეცურა შავი ზღვა სინოპიდან იალტამდე წყლიდან ამოუსვლელად და როცა ამის შესახებ ვაცნობე, ასეთი პასუხი მივიღე, იალტა ყირიმია და ოქმში უნდა დაფიქსირდეს ვისია ეს ტერიტორია და ჩვენ (საქართველოს) ამ პოზიციის დაფიქსირება არ გვინდაო. ახლა კი არ გახდა ეს მთავრობა მოღალატე, მაშინაც მოღალატე და რუსეთის მონა იყო!", - წერს რუსუდან გორდეზიანი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა