თეგებით ძიება

მთავრობა რუსეთის მიერ გაჟღერებულ უკრაინის ნეიტრალიტეტის მოდელს არ იზიარებს - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა არ იზიარებს რუსეთის მიერ წამოყენებულ იდეას, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ნეიტრალიტეტის შვედური ან ავსტრიული მოდელი.

როგორც მიხაილო პოდოლიაკმა აღნიშნა, უკრაინა ახლა რუსეთთან საომარ მდგომარეობაშია და უსაფრთხოების მოდელი "შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინული უსაფრთხოების ლეგალურად დამოწმებული გარანტიებით და არა სხვა მოდელები ან ვარიანტები".

„დღეს უკრაინას სურს ჰყავდეს მართლაც ძლიერი მოკავშირეები უსაფრთხოების მკაფიოდ განსაზღვრული გარანტიებით“, - აღნიშნა მან და კიდევ ერთხელ მოითხოვა უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის შექმნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა