"ზელენსკიმ ქვეყანა ომის ცეცხლის ალში გახვია და ამოიხოცა უდანაშაულო ხალხი..." - ნუკა არველაძე
ჟურნალისტი, ნუკა არველაძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"რაღაც სიუჟეტი ვნახე ზელენსკის ეკითხებიან, პრეზიდენტი რომ გახდა მერე
- რატომ გადაწყვიტე პრეიდენტობაო
და
- ამით ვალს ვუბრუნებ ჩემ ხალხსო, იმ სიყვარულისთვის რაც არასოდეს მაკლდაო
ე ბიჯო არ ჯობდა სულ ვალში ყოფილიყო!!!!
რას ერჩოდა, რა უნდოდა!!!!
მე პირადად
ყველანაირი თანაგრძნობა და თანადგომის სურვილი გამიქრა ზელენსკისა და მისი მთავრობის მიმართ,
როგორც კი ჩემი ხელისუფლების ლანძღვაზე გადავიდა
და ლამის ყოველდღე პროგრამაში ვყავდით.
აქ კიდე ნაცებთან ერთად თუ სალომე ზურაბიშვილი ყოფილა მათი დასაყრდენი
რას წარმოვიდგენდი!!!!
უკრაინელმა ხალხმა რა დააშვა....!!!!!
მოკლედ ტიპმა ქვეყანა ომის ცეცხლის ალში გახვია და ამოიხოცა უდანაშაულო ხალხი...
და
საერთაშორისო ეგზალტირებული აღტკინებცა ნელ ნელა და ტაატით გადადის პრაგმატულ რაციონალიზმში!!!
რა არ იცოდნენ პუტინი რაზე წავიდოდა? - იცოდნენ
რა არ იცოდნენ რომ ნატო არ ჩაერეოდა გარდა აღშფოთება შეშფოთებისა
- იცოდნენ!!!
რა არ იცოდნენ რომ ევროკავშირი ვერაფერს გააკეთებდა გარდა აღფოთება, შეშფოთებისა
- იცოდნენ
არ იცოდნენ რომ უკრაინას არსად დაჩქარებულო წესით არ მიიღებდნენ
- იცოდნენ!!!
და თუ ვინმე მეტყვის რომ სანქციებით პუტინს დააჩოქებენ
- უტოპიური მარაზმია!!!!
არც კავშირს გაწყვეტენ და არც მოიწყვეტენ თავს რუსეთისგან!!!!
იქ ბაიდენი შეიცვლება აქ პუტინი მუდამ ხო არ იქნება - მასაც რამე დაემართება
ნუ ზელენსკი არ ვიცი სად იქნება
იკითხოს სახლს მოწყვეტილმა მილიონობით უკრაინელმა და მათ შორის ევროპამ,
იმ ქვეყნებმა სადაც ეს ხალხი წავიდა და უკან არა მგონია დაბრუნდნენ!!!!
აქ კიდე ბუნკერის გმირები რომ კაკანებთ და ხელისუფლებას საგარეო პოლიტოკას უწუნებთ
თქვენ რა გეშველებათ არ ვიცი
ტვინი გაანძრიეთ ძალად მედია ექსპერტებმაც
- მტერთან შესარკინებლდ ძლიერი უნდა იყო და არა დანგრეულ დაჩაჩანაკებული!!!!
უკრაინა საკმაოდ ძლიერი და დიდი ქვეყანა იყო და ახლა რა დღეშია!!!!
ზელენსკიზე შერყეულებო რამე ახალი მოიგონეთ გადაიარა აღტკინებამ!!!
დღეს ისტორია იმაზე ადრე ფასდება ვიდრე ეს ხდებოდა თუნდაც 50 წლის უკან!!!
ამ ომმა იმდენს აგახიათ სახე რომ სათვალავიც ამერია!!!
ნატომაც და ევროკავშირმაც დელიკატირად მიუხურა კარი უკრაინას!!
დემოკრატია და თავისუფლება ისვენებს კარგა ხნით !!!!
და ჩათვალეთ რომ გლობალური პოლიტიკის კულისებში უკვე დაწყებულია გადალაგება დალაგების პროცესი.
და საქართველო
მადლობა ზეციურ ძალებს რომ გადარჩა დიდ ავანტიურას და დიდ კატასტროფას!!! ", - წერს არველაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მასშტაბური ომი დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 5 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.