თეგებით ძიება

„ისევ ერთმანეთისკენ თითის შვერა და გადაბრალება; ქილიკი, სარკაზმი, "ბრძნული" დამრიგებლური სტატუსები“ - ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ბოლო დროს, ოპოზიციაში განვითარებული მოვლენების შესახებ წერს:

წინასაარჩევნო პერიოდი იყო და ვის ახსოვდა რუსეთი, რუსული ოცნება - ერთიანი სიის ნაცვლად ერთმანეთს დავერიეთ. 

დღესაც იგივე გრძელდება - ვის ახსოვს რუსეთი და არჩევნებად წოდებული რუსული კგბ-ს სპეცოპერაცია. ისევ ერთმანეთისკენ თითის შვერა და გადაბრალება; ქილიკი, სარკაზმი, "ბრძნული" დამრიგებლური სტატუსები სწორედ მათგან ვისაც ლომის წილი მიუძღვის ინტრიგების, დაპირისპირებების და უიმედობის დათესვაში. 

ეს ყველაფერი არანაკლებ, თუ მეტად არა, კომიკურად და საზიზღრად გამოიყურება, ვიდრე ქოცთა ხანმოკლე ზეიმი ჭირის დროს. კი, ხანმოკლე, რადგან ყველაფერი წინ არის - წერს ირინა სარიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა