თეგებით ძიება

ოპოზიციური სპექტრი იმდენად უუნარო, უტვინო (თუ გაყიდული?!) და უილაჯო არის, რომ ალალია ივანიშვილისთვის ყველა წარმატება - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

მე პირადად, როგორც რიგითი ამომრჩეველი, ბრალს ვდებ ოპოზიციურ ლიდერებს ჩვენს (ჩემი და ყველა ამომრჩევლის) გაბრიყვებაში - დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

კარგია ხანია აღარაფერი მითქვამს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საქართველოში. მიზეზი ვითარების ტრაგიკულობა, გაურკვევლობა, იმედგაცრუება და გაწბილებაა. 

ოპოზიციური სპექტრი იმდენად უუნარო, უტვინო (თუ გაყიდული?!) და უილაჯო არის, რომ ალალია ივანიშვილისთვის ყველა წარმატება.

მე პირადად, როგორც რიგითი ამომრჩეველი, ბრალს ვდებ ოპოზიციურ ლიდერებს ჩვენს (ჩემი და ყველა ამომრჩევლის) გაბრიყვებაში, როცა წინაარსაარჩევნოდ გვაჯერებდნენ რომ, არჩევნები ვერ გაყალბდებოდა, არჩევნები ფარული იქნებოდა, მთავარია საარჩევნო კაბინებთან გამოვცხადებულიყავით! ოპოზიციურ ლიდერები რაის პოლიტიკოსები არიან, თუ ეს ელემენტარული ფუნდამენტური საკითხი ვერ გათვალეს და 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებთვის სათანადოდ ვერ მოემზადნენ?! იმის ნაცვლად, რომ 26 ოქტომბრის საღამოსთვის მომზადებულიყვნენ სათანადოდ და ჩაენიშნათ უზარმაზარი, საერთო-სახალხო ეროვნული აქცია და უსუსხლო, კონსტიტუციური  რევოლუცია განეხორციელებინათ ხმების დაცვის მიზეზით და ქართველი ერის ხმების გამყალბებელი რუსული ხროვა კინწისკვრით გაეყარათ ოფისებიდან, მათ პასიური გზა არჩიეს, ახლა (ამ ეტაპზე) ვეღარც რევოლუცია მოხდება, ვეღარც ხმების დაცვა, ვეღარც ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ივანიშვილი სრულიად აკონტროლებს სიტუაციას, სასოწარკვეთილი და იმედწართმეული ხალხი ფრუსტრაციაშია. ჩვენი ოპოლიდერები ჯამბაზებს დაემსგავსნენ, მათგან სადღეგრძელოების და ყალბი დაპირებების მეტს ვერაფერს მოისმენ. 

ერის ნამდვილად სჭირდება ლიდერი. ზოგიერთებმა, გინდა მესია ეძახეთ ირონიულად, გინდა თეთრს ცხენზე ამხედრებული პრინცი, ლიდერის გარეშე დიდი ცვლილებები არ ხდება. ამ ეტაპზე ერს ლიდერი არ ჰყავს, კოლექტიური ჯამბაზები ათამაშებენ ერის სიმებს და ეს სიმები ამდენი თამაშით მოეშვა, მობლაგვდა, აირია. 

ვერ ვიტყვი რომ ან ჩემი თავი მეცოდება, ან ჩვენი ერი. ყველაფერი რაც გვჭირს, საკუთარი შეცდომების ბრალი და მიზეზშედეგობრიობაა. ერს, რომელსაც უწმინდესად და სულიერ მამამთავრად გახრწნილი რუს-აგენტი შიოლაშვილი უზის 46 წელია და გააღმერთა, უკეთესი აწმყო ვერ ექნება!

აფერუმ, ბიდზინა ივანიშვილო, ღმერთმა შეგარგოს მთლად საქართველო, გეკუთვნის თურმე! - წერს დეკანოზი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა