უკრაინამ გაიმარჯვა - გაეროს საერთაშორისო სასამართლომ დაავალა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი
გაეროს საერთაშორისო სასამართლომ დაავალა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს შეჭრა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
"უკრაინამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეში სრული გამარჯვება მოიპოვა. სასამართლომ დაავალა რუსეთს დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინაში შეჭრა. ბრძანება სავალდებულოა რუსეთისთვის საერთაშორისო სამართლის მიხედვით. გადაწყვეტილების იგნორირება რუსეთს კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში ჩააყენებს", - წერს ტვიტერზე ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მასშტაბური ომი დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 5 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.
Ukraine gained a complete victory in its case against Russia at the International Court of Justice. The ICJ ordered to immediately stop the invasion. The order is binding under international law. Russia must comply immediately. Ignoring the order will isolate Russia even further— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 16, 2022