თეგებით ძიება

უკრაინაში ომს 108 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე სამხედრო მოქმედებებს 108 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

17 მარტის დილის მდგომარეობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ შემდეგ ოლქებში: კიევი - 52, ხარკოვი - 34, დონეცკი - 25, ჩერნიგოვი - 24, მიკოლაევი - 20, ჟიტომირი - 15, სუმი - 14, ხერსონი - 10.

ოფიციალური მონაცემებით, დაზიანდა 411 სასწავლო დაწესებულება, ( 63 მთლიანად განადგურდა). 119 ნგრევა დაფიქსირდა დონეცკის ოლქში, 77 - ხარკოვის ოლქში, 30 - მიკოლაევის ოლქში, 28 - სუმის ოლქში, 35 - კიევის ოლქში, 21 - ხერსონის ოლქში, 24 - დედაქალაქ კიევში.

დაიბომბა 11 სამედიცინო დაწესებულება და 3 სარეაბილიტაციო ცენტრი, მათ შორის შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი.

რაც შეეხება მარიუპოლის თეატრს უწყების ცნობით, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა