თეგებით ძიება

იგეგმება პროვოკაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე... - მიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სხვადასხვა დიპლომატიური წყაროებიდან, მათ შორის ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურიდან მიიღო ინფორმაცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციას ეხება.

"სხვადასხვა დიპლომატიური წყაროებიდან და მათ შორის ერთ-ერთი სერიოზული ქვეყნის სპეც. სამსახურიდან, მე მომივიდა ინფორმაცია, რომ მზადდება ძალიან დიდი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ.

თქვენ ხედავთ, მუდმივად არის ლაპარაკი, რომ საქართველოში არის ომის პარტია. იცით? მე მეზიზღება ომი და ჩემი ყველა კოშმარული სიზმარი არის, რომ ვარ პეკინზე, სახლში, ბომბავენ მეზობლებს, ჩემს ეზოს და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მეორე კოშმარული სიზმარი მაქვს, რომ რომელაშვილებთან ერთად ვარ მათ ტანკში და ერთად ვიწვით. მე ომმა დამიტოვა ეს ტრავმა და მინდა იცოდეთ, ომი მეზიზღება ყველაზე მეტად მსოფლიოში პიროვნულად, დარწმუნებული ვარ, ეზიზღება ყველა ნორმალურ ადამიანს. თუ დააკვირდით, ომზე არ საუბრობს არავინ, გარდა მთავრობის ერთი ჯგუფისა. ომზე საუბრობენ მუდმივად და ჩემგან სიტყვა ომი არასოდეს არ ყოფილა. ეს სერიოზულად დასაფიქრებელია.

მივხვდი, გავშიფრე რას აკეთებენ და რას აპირებენ, მას შემდეგ, რაც მივიღე ინფორმაცია. საქმე იმაშია, რომ საუბარი არის იმ გეგმაზე, რომლის თანახმადაც, იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რის შემდეგაც ეს პროვოკაცია დაჰბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოსთხოვს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს მთავრობა მზად იქნება, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, ამავე დროს პრაქტიკულად დაასრულოს საქართველოში ოპოზიციის საქმიანობა...

დაამზადეს სპეციალური ვიდეოკლიპიც. რომელიღაც პროვოკაციული ჯგუფი გამოდის და სანამ ტანკები გავიდა ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, შევვარდეთ და ავიღოთო. ეს არის FSB-ში დამზადებული. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, მე ვზომავ ყველა ჩემს სიტყვას და თქვენც აწონ-დაწონეთ. ახლა მათ უნდათ, წამოგვაგონ პროვოკაციაზე. არცერთი მოწოდება არ უნდა წამოვიდეს იმ მიმართულებით, რომ ჩვენ სადღაც უნდა წავიდეთ და რაღაც უნდა ავიღოთ. რუსეთი მარცხდება უკრაინაში კატასტროფულად, ჩვენები იმარჯვებენ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.სხვადასხვა დიპლომატიური წყაროებიდან და მათ შორის ერთ-ერთი სერიოზული ქვეყნის სპეც. სამსახურიდან, მე მომივიდა ინფორმაცია, რომ მზადდება ძალიან დიდი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ.

თქვენ ხედავთ, მუდმივად არის ლაპარაკი, რომ საქართველოში არის ომის პარტია. იცით? მე მეზიზღება ომი და ჩემი ყველა კოშმარული სიზმარი არის, რომ ვარ პეკინზე, სახლში, ბომბავენ მეზობლებს, ჩემს ეზოს და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მეორე კოშმარული სიზმარი მაქვს, რომ რომელაშვილებთან ერთად ვარ მათ ტანკში და ერთად ვიწვით. მე ომმა დამიტოვა ეს ტრავმა და მინდა იცოდეთ, ომი მეზიზღება ყველაზე მეტად მსოფლიოში პიროვნულად, დარწმუნებული ვარ, ეზიზღება ყველა ნორმალურ ადამიანს. თუ დააკვირდით, ომზე არ საუბრობს არავინ, გარდა მთავრობის ერთი ჯგუფისა. ომზე საუბრობენ მუდმივად და ჩემგან სიტყვა ომი არასოდეს არ ყოფილა. ეს სერიოზულად დასაფიქრებელია.

მივხვდი, გავშიფრე რას აკეთებენ და რას აპირებენ, მას შემდეგ, რაც მივიღე ინფორმაცია. საქმე იმაშია, რომ საუბარი არის იმ გეგმაზე, რომლის თანახმადაც, იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რის შემდეგაც ეს პროვოკაცია დაჰბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოსთხოვს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს მთავრობა მზად იქნება, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, ამავე დროს პრაქტიკულად დაასრულოს საქართველოში ოპოზიციის საქმიანობა...

დაამზადეს სპეციალური ვიდეოკლიპიც. რომელიღაც პროვოკაციული ჯგუფი გამოდის და სანამ ტანკები გავიდა ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, შევვარდეთ და ავიღოთო. ეს არის FSB-ში დამზადებული. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, მე ვზომავ ყველა ჩემს სიტყვას და თქვენც აწონ-დაწონეთ. ახლა მათ უნდათ, წამოგვაგონ პროვოკაციაზე. არცერთი მოწოდება არ უნდა წამოვიდეს იმ მიმართულებით, რომ ჩვენ სადღაც უნდა წავიდეთ და რაღაც უნდა ავიღოთ. რუსეთი მარცხდება უკრაინაში კატასტროფულად, ჩვენები იმარჯვებენ", - განაცხადა სააკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა