თეგებით ძიება

"მე ვთხოვე გრიგოლ ვაშაძეს მიიღოს მონაწილეობა ჩემი საკითხის გადაწყვეტაში დიპლომატიურ კორპუსთან" - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გრიგოლ ვაშაძეს მადლობას უხდის, მისი თქმით ვაშაძე მას მკურნალობის საკითხის გადაწყვეტაში დაეხმარა.

"მე ვთხოვე გრიგოლ ვაშაძეს, ჩემს ძველ თანამებრძოლს და ბრწყინვალე დიპლომატს, მიიღოს მონაწილეობა ჩემი საკითხის გადაწყვეტაში დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან.

სახალხო დამცველთან და "ემპათიასთან" ერთად, მანაც შეუწყო ხელი იმას, რომ ბოლოს და ბოლოს, გამოკვლევებისთვის ნამდვილ სამოქალაქო კლინიკაში გადამიყვანეს, სადაც დადასტურდა ყველა კონსილიუმის გამოტანილი დიაგნოზი.

ახლა გიამ ჩემთვის საჭირო მკურნალობის გადაწყვეტის საკითხიც ითავა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მის მიერ ვერ გადაწყდება, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ იმ პირობებშიც კი, როცა გია აღარაა ჩვენს პარტიაში, ადამიანური მიდგომები და წესიერება შეინარჩუნა. უბრალოდ მადლობის დაწერა მსურდა", - წერს სააკაშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა