თეგებით ძიება

"მრცხვენია ჩვენი მთავრობის, რომ სანქციებს არ შეუერთდა" - დავით ხოჭოლავა

ფეხბურთელი, დავით ხოჭოლავას ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, მისი სიმამრი უკრაინაში რუსი ოკუპანტების დაბომბვას ემსხვერპლა. ის "რადიო თავისუფლებასთან” თავისი ოჯახის შესახებ საუბრობს.

"ჩემი სიმამრი იყო ომის ვეტერანი. 25 წელი ჯარში მსახურობდა. 2 წლის წინ გავიდა პენსიაზე, თუმცა დღევანდელი მდგომარეობის გამო გაიწვიეს. სამწუხაროდ, მთლიანი ბაზა მიწასთან გაასწორეს. მთელი შენობა განადგურდა. ბევრი მსხვერპლი იყო და მე როგორც ვიცი, დღესაც ძალიან ბევრი ადამიანია ნანგრევების ქვეშ.

როგორც ყოფილი სამხედრო, თავს ვალდებულად თვლიდა, რომ დაეცვა თავისი ქალაქი და ყველა გაგებით მოეკიდა იმას, რომ წავიდა, გადაწყვიტა, იარაღი აეღო ხელში და დაეცვა თავისი თავი და თავისი ოჯახი. გარდაცვალების საღამოს ველაპარაკე. მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო. რუსების ჯარი გარბის, ეშინიათო. ისიც მითხრა, ერთადერთი პრობლემა რაც გვაქვს, ჰაერიდან ვერაფერს ვშვებითო. იმ ღამეს მიხდა დაბომბვა. დილის 8-ზე გავიგეთ, რომ ჩვენ გვერდით აღარ იყო.

მეუღლის მთელი ოჯახი, ორი პატარა და-ძმა, შედარებით უფროსი ძმა მანქანით წამოვიდნენ სლოვაკეთის საზღავართან. 1000 კილომეტრი გაიარეს, ხან ტყეში ეძინათ, ხან მანქანაში, ხან დარბაზში. 6 დღიანი წვალების შემდეგ მივიდნენ საზღვრამდე. მათ დავხვდი და წამოვედით დანიაში. დღეს ჩვენთან არიან. 6 ადამიანი ერთი ჩანთით ჩამოვიდა უკრაინიდან, ვერაფერი წამოიღეს. კლუბი ძალიან მეხმარება, ცდილობენ, ბინა გამოუყონ. ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. მრცხვენია ჩვენი მთავრობის, რომ სანქციებს არ შეუერთდა. ჩემთვის პირადად, მთელი ჩემი ცხოვრება პუტინი არის აგრესორი და არშეერთება სანქციებთან…

მამაჩემი 15 წელია ცხოვრობს უკრაინაში, მისი შვილი, ჩემი და უკრაინის მოქალაქეა.. ცოტა ხნის წინ ბინა ვიყიდეთ კიევში და გვინდოდა, ვყოფილიყავით ხან კიევში, ხან თბილისში…. ვერ ვიტყვი, რომ მინდა, ამდენი რუსი რომ ცხოვრობს ჩემს ქალაქში. ერთი შეტყობინება წავიკითხე, თბილისში ჩამოსული რუსი წერს, არ უნდა გავჩერებულიყავით 2008-ში, თბილისში უნდა შემოვსულიყავითო…", - აცხადებს ფეხბურთელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა