თეგებით ძიება

"ვმუშაობთ, შეიძლება, წელიწადნახევარი ბევრია, მაგრამ შეიძლება დავიჭიროთ, შეიძლება ვერ დავიჭიროთ" - გომელაური ესებუაზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული ბადრი ესებუას საქმეზე აქტიურად მუშაობენ.

"ვმუშაობთ, შეიძლება, წელიწადნახევარი ბევრია, მაგრამ შეიძლება დავიჭიროთ, შეიძლება ვერ დავიჭიროთ. ხშირად იყო ოპოზიციისგან, რომ დროზე თქვით რამდენ ხანში დაიჭერთო, მაგას ვერავინ გეტყვის. მე რომ ვთქვა, ვინც საქმის პროფესიონალია, დამცინებენ. აქედან გამომდინარე, ესებუაზე აქტიურად ვმუშაობთ", - თქვა მინისტრმა.

მინისტრობის რამდენი ვადა გჭირდებათ თქვენ იმისთვის, რომ საბოლოოდ დაადგინოთ რომელ კუნძულზე ისვენებს ბადრი ესებუა, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა