თეგებით ძიება

"ღარიბაშვილის ბოდვაზე კომენტარი ზედმეტია, ერთადერთი, კაჩინსკის რა ნამუსით ახსენებს საერთოდ" - რას წერს ნიკა გვარამია?

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოლონეთის პრემიერი-მინისტრის, მათეუშ მორავიეცკის გამოსვლას ეხმაურება.

“პოლონეთის პრემიერი პირდაპირ ეთერში ყვება იმას, რაც უნდა გაკეთდეს უკრაინის ომის კონტექსტში და მის მხარდასაჭერად. და ყველაფერი ხაზგასმულად ისაა, რასაც საქართველო არ აკეთებს. სულ ახსენებს კაჩინსკის და მის წინასწარმეტყველებას, და ამით რას უსვამს ხაზს, უფრო სწორად, ვის როლს, მგონი გასაგებია – იგივე წინასწარმეტყველების ავტორის, სააკაშვილის.

ps ღარიბაშვილის ბოდვაზე კომენტარი ზედმეტია. ერთადერთი, კაჩინსკის რა ნამუსით ახსენებს საერთოდ, მისი დაკრძალვისთვის ნაყიდი გვირგვინისთვის სააკაშვილს ასამართლებს და ციხეში ჰყავს გამომწყვდეული", - წერს ნიკა გვარამია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა