თეგებით ძიება

პოლონეთის პრემიერმა ღარიბაშვილს მასთან ერთად კიევში წასვლა შესთავაზა - რა პასუხი გასცა მთავრობის მეთაურმა?

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინის მხარდასაჭერად, კიევში მასთან ერთად წასვლა შესთავაზა. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობითვე, ბოლოს კი მატეუშ მორავიცკიმ სთხოვა საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ, ან სრულფასოვანი მკურნალობის შესაძლებლობა მისცენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შეერთება და საქართველოს ხელისუფლების მკაფიო და გასაგები პოზიციის დაფიქსირება ოკუპანტ რუსეთთან მიმართებაში.

"მთავარი არხის" ინფორმაციითვე, პასუხი ყველაფერზე იყო უარი - სანქციებზეც, მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებაზეც, უკრაინაში მხარდასაჭერად ჩასვლაზეც და მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში, ან პოლონეთში გაშვებაზეც.

ამის შემდეგ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტები საერთო ბრიფინგზე დაუშვეს ოპერატორებისა და კამერების გარეშე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა