თეგებით ძიება

გენერალი გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე, გია ლორთქიფანიძე, უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს. ინფორმაციას "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ავრცელებს.

"ამასობაში, გენერალი გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა.
ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი საქმე ომის პირობებში", - წერს დეკანოიძე.



ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში საზღვრის უკანონოდ კვეთით შემოსვლას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა