თეგებით ძიება

"კიდევ ერთხელ შეეცდება "მთავარი არხის” რომელიმე ჟურნალისტის დაბულინგებას და მიიღებს მწარედ კბილებში" - გვარამია მდინარაძეს მიმართავს

"მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს "ქართული ოცნების", მდივანი მამუკა მდინარაძე გააფთხილა, რომ "მთავარი არხის” ჟურნალისტების ბულინგს თავი დაანებოს.


"მამუკა მდინარაძე რეგვენიც არის და ტაკიმასხარაც, ერთგვარი კომპოტია. მინდა, უკანასკნელად გავაფრთხილო, კიდევ ერთხელ შეეცდება ,,მთავარი არხის” ჟურნალისტების ბულინგს და ის ამ მეთოდს ძალიან ხშირად ეწევა, ხან მეგობრულად მისვლა და ყურში ჩაჩურჩულება, რომ თურმე ახლა ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი ხელისუფლებასთან ეროვნული ღალატია… ეროვნული ღალატი ვიცი, რა არის და ვის მოხვდება ეროვნული ღალატისთვის კბილებში, როცა ეს ხელისუფლება აღარ იქნება და ნორმალური სასამართლო იქნება, ძალიან კარგად ვიცი.

კიდევ ერთხელ შეეცდება "მთავარი არხის” რომელიმე ჟურნალისტის დაბულინგებას და მიიღებს მწარედ კბილებში, ვიდრე სასამართლო იქნება და ხელისუფლება შეიცვლება. პირადი ურთიერთობის დამყარებას ნუ ცდილობთ, მიეცით კომენტარი, ბატონო მდინარაძევ და გაერიდეთ სიტუაციას, არ არის საჭირო ,,მთავარი არხის” ჟურნალისტებთან ენის ჭარტალი და ჭორაობა, გინდა კარგად, გინდა – ცუდად. არ გაეკაროთ, ბულინგი არ გაბედოთ, თორემ მიიღებთ კბილებში, პირდაპირი მნიშვნელობით", – მიმართა გვარამიამ მდინარაძეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა