თეგებით ძიება

ერი, რომელიც რძის და ყველის არქონის შიშით უარს იტყვის მტერთან წინააღმდეგობის გაწევაზე, ვერც მშვიდობას მიიღებს და ვერც რძეს და ყველს - პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის უარს ოპოზიციის ინიციატივაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პარლამენტს მიმართოს.

„ის, რომ ხელისუფლება უარს ამბობს საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვაზე, მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია რუსეთთან წინააღმდეგობის და თავისუფლებისთვის ბრძოლის ის გზა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი აწარმოებს თავისუფალი სამყაროს სახელით. „ქართული ოცნებისთვის“ უფრო მისაღებია იანუკოვიჩის მტერთან კოლაბორაციის გზა, რომელმაც დაშლის პირას მიიყვანა უკრაინის არმია, ხელსაყრელი პირობები შექმნა უკრაინის ოკუპაციისა და მიმდინარე ომისთვის.

რეგიონში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, კიდევ ერთხელ მივმართავ მოქალაქეებს, ვიყოთ ძალიან ფხიზლად, რადგან „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებებისა და ქმედებების პირობებში, უცაბედად ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის ნაცვლად, ევრაზიული კავშირის წევრები არ გავხდეთ.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერი, რომელიც შიმშილის, რძის და ყველის არქონის შიშით უარს იტყვის მტერთან წინააღმდეგობის გაწევაზე, ვერც მშვიდობას მიიღებს და შესაბამისად, ვერც რძესა და ყველს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა