თეგებით ძიება

"რუსეთს მოვუწოდებთ საქართველოდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.

"ქართველ ხალხს და მათ შორის საქართველოს ოპოზიციას არ სურს ომი. ამავე დროს, მოვითხოვთ საერთაშორისო სამართლის განუხრელ დაცვას. მოვუწოდებთ 1999 წლის სტამბოლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებების შესრულებისკენ და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ.

ჩვენ ველით, რომ იგივე მოთხოვნას არაორაზროვნად დააყენებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაც. ამის შემდეგ, დღეს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიან რეინტეგრაციას დავიწყებთ" - წერს ყოფილი პრეზიდენტი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა