თეგებით ძიება

სანქციებით საქართველო მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთის მიმართ დაწესებული ყველა სანქცია არის ისეთი, რომ საქართველოს ამასთან დაკავშირებით არანაირი ბერკეტი არ აქვს და არც კი შეუძლია, რომ რამენაირად ამის მონაწილე იყოს.

„საქართველოს არ შეუძლია რაიმე ისეთი ეკონომიკური სანქცია დაუწესოს რუსეთს, რომელიც უფრო მეტად ავნებს რუსეთს, ვიდრე საქართველოს. ამ სანქციებით საქართველო მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს და რუსეთს ვერაფერს დააკლებს. ეს უკვე ყველასთვის ცხადია და კარგია, რომ მათ შორის ოპოზიციაც ამას აცნობიერებს. სანქციებს რაიმე რეალური დატვირთვა არ ექნება, უბრალოდ ეს განსაკუთრებით დრამატულად აისახება ისევ ჩვენს მოსახლეობაზე. ელჩების განცხადებაც ამას მოწმობს. ჩვენ ამ საკითხზე საუბარიც არ გვაქვს, რომ საქართველოს მხრიდან იყოს ისეთი ნაბიჯები, რომელიც შედეგს არ მოიტანს. გარდა ამისა, თუ გადავხედავთ სანქციებს იქ არ არის არაფერი ისეთი, რომელსაც საქართველო შეიძლება მიუერთდეს ან არა. ჩვენი მდგომარეობით იცით, რომ გვაქვს შეზღუდული ურთიერთობა რუსეთთან, ამიტომ რაიმე დამატებითზე საუბარი რთულია. კონკრეტულ საკითხებს, რომ გადავხედოთ, მაგალითად, რუსეთთან დაწესდა სამხედრო მრეწველობის კუთხით ვაჭრობისას შეზღუდვა. ჩვენ არანაირ სამხედრო მრეწველობაზე ვაჭრობა რუსეთთან არ გვაქვს, შესაბამისად, ამ სანქციას ვერ მივუერთდებით. ასევე არის სხვა საკითხები, რომელიც რეალურად გავლენას ახდენს სანქციის კუთხით, მაგრამ ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. ყველა ის სანქცია, რაც დაწესებულია დღეს, არის ისეთი, რომ საქართველოს არც კი შეუძლია, რომ რამენაირად ამის მონაწილე იყოს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა