თეგებით ძიება
26. 03. 2022 მსოფლიო

უკრაინაში საავადმყოფოებზე, სასწრაფო დახმარების მანქანებსა და ექიმებზე თავდასხმის 70-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, უკრაინაში საავადმყოფოებზე, სასწრაფო დახმარების მანქანებსა და ექიმებზე თავდასხმის 70-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

24 თებერვლიდან დღემდე, WHO-მ განიხილა და გადაამოწმა 72 ცალკეული თავდასხმა უკრაინაში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე, რასაც, მინიმუმ, 71 ადამიანის გარდაცვალება და 37-ის დაშავება მოჰყვა.

უმეტესად, დაზიანდა საავადმყოფოები, სამედიცინო ტრანსპორტი და მაღაზიები, თუმცა, WHO-ს ცნობით, გვხვდება ჯანდაცვის პერსონალისა და პაციენტების სავარაუდო გატაცების შემთხვევებიც.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა