ასლან ბჟანია გადადგომის მოთხოვნას დათანხმდა
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგომის მოთხოვნას დათანხმდა.
სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ და ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა ე.წ. სამთავრობო შენობები, მათ შორის ბჟანიას სამუშაო კაბინეტი დაიკავეს. ვითარება დღეს მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ კენჭისყრა ჩაიშალა და სესია გადაიდო.