თეგებით ძიება

"მიხეილ სააკაშვილის ამოცანა არ არის უკრაინის გადარჩენა, მისი მიზანია საქართველო და ქართველი ხალხი დააზიანოს" - თამარ ტალიაშვილი

პარლამენტის წევრი, თამარ ტალიაშვილი ეხმაურება უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინელი მაღალჩინოსანი მოუწოდებს იმ ქვეყნებს, რომლის ტერიტორიები რუსეთს აქვს დაპყრობილი, თავიანთი ტერიტორიების დაბრუნება დაიწყონ.

"იცით, რატომ არ მიკვირს უკრაინის უშიშროების საბჭოს განცხადება, საქართველოში ომი უკრაინას დაეხმარება რუსული აგრესიის მოგერიებაშიო?

როცა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მრჩევლობენ უკრაინის მთავრობას, მათთვის ჩვეულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევიან იქაც. მიხეილ სააკაშვილის ამოცანა არ არის უკრაინის გადარჩენა და მხარდაჭერა. მისი და მისი თანამოაზრეების მიზანია საქართველო და ქართველი ხალხი დააზიანონ, შედეგად, ბუნებრივად ვიღებთ ამ მიზნის გაჟღერებას სხვადასხვა არხებიდან.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირველი დღიდან მეხუთე კოლონა გააქტიურდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ერისა და ბერის წინააღმდეგ. ჩვენ თავიდანვე თავისი სახელი დავარქვით მათ ანტისახელმწიფოებრივ სიტყვასა და საქმეს.

დიახ, სახელისუფლებო და ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საზოგადოებას, ხალხს, ყველა პატრიოტ მოქალაქეს ერთად გვიწევს ურთულესი გლობალური კატაკლიზმების ფონზე, გარე მტრის მიერ მართულ შიდა მტერთან ბრძოლა", - წერს თამარ ტალიაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა