ცნობილი მომღერალი და მსახიობი კრის კრისტოფერსონი გარდაიცვალა
88 წლის ასაკში ამერიკელი ქანთრი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი კრის კრისტოფერსონი გარდაიცვალა.
კრისტოფერსონის მუსიკალური კარიერა 1960-იანი წლების ბოლოს დაიწყო. 1970 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი Kristofferson. ალბომში შესული სიმღერისთვის Sunday Morning Coming Down მიიღო ამერიკული ქანთრი მუსიკის ასოციაციის ჯილდოს.
1971 წელს დაწერა სიმღერა Me and Bobby McGee, რომელიც თავდაპირველად როჯერ მილერმა შეასრულა, თუმცა უფრო პოპულარული კომპოზიცია ჯენის ჯოპლინის შესრულებით გახდა, რომელთანაც კრისტოფერსონს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. სიმღერამ მუსიკოსს პირველი გრემი მოუტანა.
კრისტოფერსონი არაერთ ქანთრი ჰიტის ავტორია, მათ შორის არის: For the Good Times, Sunday Mornin' Comin' Down, Help Me Make It Through the Night.
მუსიკის პარალელურად კრისტოფერსონი კინოთიც ინტერესდება. 1971 წელს ასრულებს პირველ მცირე როლს ფილმში The Last Movie. მსოფლიო პოპულარობა და ოქროს გლობუსი მუსიკოსს The Star is Born-ში შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა.
კარიერის განმავლობაში შეასრულა ათობით როლი კინოსა და სერიალებში, მათ შორის: Convoy, Heaven's Gate, Lone Star, Blade, Blade 2, Planet of The Apes, I'm Not There.
სხვადასხვა დროს მიღებული აქვს 4 გრემი, 1 ოქროს გლობუსი, ქანთრი მუსიკის აკადემიის ჯილდო.