თეგებით ძიება

"ელვისებურად გააიაფებს არა მარტო ბენზინს..." - რას წერს შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საწვავის გაზრდილ ფასებზე საპროტესტო აქციას ეხმაურება და წერს:

"აი ამას ქვია გამოღვიძება და გაზაფხული. ბრძოლის ეს სახალხო გზა ანუ ქუჩის მასობრივი გამოსვლები დღეს ოლიგარქიისაგან განთავისუფლების ყველაზე ბრძნული სტრატეგიაა. ახლა 51-მა მილიონერმა დეპუტატმა მოიწვიოს პარლამენტის საგანგებო სხდომა და უარი თქვან საწვავის წილებზე რაც ელვისებურად გააიაფებს არა მარტო ბენზინს. პოლიცია სამწუხაროდ სრულიად ნაყიდია ივანიშვილის მიერ და საკუთარ ხალხთან ომი აქვს გამოცხადებული. თავისუფლება ყველა დღევანდელ აქციაზე დაკავებულს", - წერს ნათელაშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა