თეგებით ძიება

"საქართველოს დროშიანი კაცი უკრაინელ ბავშვებისთვის სახლებს პოულობსო..." - რას წერს გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, რომელიც ახლა პოლონეთშია და უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად იბრძვის, სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს ყვება:

"5 წუთის წინ ცხელი ხაბიზგინები მოვიტანეთ უკრაინელ ლტოლვილთა ყველაზე დიდ სამყოფელში
ვიღაცეებმა ტაში შემოკრეს, მეც ბეცივით ავყევი, თან ვიყურები აქეთ-იქით…
თუმრე გამიბაზრდა, საქართველოს დროშიანი კაცი უკრაინელ ბავშვებისთვის სახლებს პოულობსო და ტაშიც მე მეკუთვნოდა
კაი ხანი ვიდექი წრეში და სათითაოდ ვუყურებდი ამ საოცარ ხალხს თვალებში!
არცერთს არ დაცდენია თხოვნა, მარტო მადლობა იყო, თვალებშიც, გულებშიც და ნატანჯი ხელებით დაკრულ მქუხატე ტაშშიც!
ყველა მადლობას თქვენთან ვაგზავნი
ჩემო კარგო ქვეყანავ", - წერს მაქარაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა