თეგებით ძიება

"იმის გამო, რომ ზედმეტი $150 არ გვაქვს, ამოგვკვრეს პანღური და ბინიდან უნდა გადავიდეთ... ხალხო, ოჯახებით გარეთ ვრჩებით"

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში ათასობით უცოელი ჩამოვიდა. ამ ფაქტმა უძრავ ქნებაზე ფასების ზრდა გამოიწვი, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბინის მეპატრონეები ქარველ მდგმურებს ბინის დატოვებას აიძულებენ, რათა შემდეგ უფრო ძვირად გააქირაონ უცხოელებზე.

ასეთი ფაქტის სესახებ წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, მათიუ ფორბსი (Mathew Forbs) ფეისბუქზე. მისი ინფორმაციით, მას და მის მეგობარი მეპატრონემ ბინის დაცლა აიძულა.

"გამარჯობა, მოკლედ როგორც ბევრი, მე და ჩემი მეგობარიც 10 აპრილოდან, იმის გამო, რომ ზედმეტი 150 დოლარი არ გვაქვს, გამოგვყარეს არა, მაგრამ კულტურულდ ამოგვკვრეა პანღური ბინიდან და უნდა გადავიდეთ. აქამდე 2 საძინებელში 700 ლარს ვიხდიდით მარჯანიშვილზე, ახლა შეგვიძლია, რომ გადავიხადოთ მაქსიმუმ 900 ლარი. ორო საძინებელი აუცილებელია, და საყოფაცხოვრებო ნივთებიც. განვიხილავ ყველა ვარიანტს, დაბალ ფასშიც, რა თქმა უნდა.

მადლობა. იმედია მეპატრონეები ცოტა აზრზე მოხვალთ, ვინც ამ სიტუაციით სარგებლობთ და ადამიანობას კარგავთ, ხალხო, ოჯახებით გარეთ ვრჩებით, ცოტა არ იყოს სატირალია", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.

"იმის გამო, რომ ზედმეტი $150 არ გვაქვს, ამოგვკვრეს პანღური და ბინიდან უნდა გადავიდეთ... ხალხო, ოჯახებით გარეთ ვრჩებით"




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა