მაისიდან სამგზავრო აბონემენტის მიბმა საბანკო ბარათზე იქნება შესაძლებელი
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სამგზავრო აბონემენტის მიბმა საბანკო ბარათებზეც იქნება შესაძლებელი.
"რაც შეეხება აბონემენტების მიბმას საბანკო ბარათებზე, მაისისთვის უკვე შესაძლებელი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ამ პროგრამის ჩაშვება და შესაძლებელი იქნება აბონემენტები მიებას საბანკო ბარათს. მგზავრს აღარ მოუწევს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება. მის საბანკო ბარათზე შესაძლებელი იქნება ჩაირთოს ნებისმიერ ვადიანი აბონემენტის პროგრამა", განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, ამ დროისთვის, თბილისში 55 000-მდე სამგზავრო აბონემენტია გაყიდული.