თეგებით ძიება
30. 03. 2022 მსოფლიო

"რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება, ასევე ჩვენ გავაგრძელებთ ძლიერი სანქციების შენარჩუნებას" - ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ და მოკავშირეები დააკვირდებიან, რეალურად წავა თუ არა რუსეთი დეესკალაცისკენ.

"აშშ და მოკავშირეები დააკვირდებიან, რეალურად წავა თუ არა რუსეთი დეესკალაცისკენ. ვნახავთ, შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც ამბობენ. საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და დიდი ბრიტანეთის პირველ პირებთან სატელეფონო საუბრის დროს შევთანხმდით, რომ რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ძლიერი სანქციების შენარჩუნებას, გავაგრძელებთ უკრაინის სამხედრო დახმარებას, რათა მათ თავის დაცვა შეძლონ და ასევე, ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას, - განაცხადა ბაიდენმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა