თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის დეტალებს ავრცელებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა "X"-ზე წერს, გამართულ აუდიენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოს ევროპული გზის დაჩქარებითვის ქართველი ხალხის ერთგულება დაუდასტურა. 

პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ევროპული გზის დაჩქარებისათვის ქართველი ხალხის ერთგულება.

ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ". - წერს საქართველოს პრეზიდენტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა