ამერიკელი ძმები, რომლებსაც ბრალი გაუპატიურებასა და მკვლელობაში დასდეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, 24 წლის შემდეგ გაამართლეს
აშშ-ში, ქალაქ გრინ ბეიში მცხოვრები ორი ძმა, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, გაამართლეს. ინფორმაციას NBC News ავრცელებს.
დევიდ და რობერტ ბინცები 1987 წელს დააპატიმრეს. ძმებს სანდრა ლისონის გაუპატიურება და მკვლელობა ედებოდათ ბრალად. გოგონა Good Times-ის ბარში მუშაობდა, მაგრამ საბედისწერო ღამეს სამსახურიდან სახლში არ დაბრუნებულა. მოგვიანებით პოლიციამ გოგონას გვამი ტყეში იპოვა. იმ ღამეს Good Times-ის სტუმრებს შორის ძმები ბინცებიც იყვნენ. 2000 წელს სასამართლომ მათ ბრალი ლესონის მკვლელობაში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დასდო.
2023 წელს, Wisconsin Innocence Project-მა (პროექტი „უდანაშაულო“) დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი დნმ-ის გენეტიკური პროფილი სპეციალურ მონაცემთა ბაზაში ატვირთა და ნამდვილ დამნაშავეს - უილიამ ჰენდრიქსს მიაგნო. სწორედ ამის შემდეგ გაირკვა, რომ უდანაშაულო ძმებმა ციხეში 24 წელი უკანონოდ გაატარეს.
ძმები ბინცები 27 სექტემბერს გაათავისუფლეს.ისინი მართლმსაჯულების შეცდომისთვის რამდენიმე მილიონიანი კომპენსაციის მოთხოვნას გეგმავენ.