ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი ბოლო 11 წელიწადში საჯაროდ პირველად გამოჩნდა
ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი თავისი ქალიშვილის ქორწილს დაესწრო, – წერს გაზეთი Mirror გერმანულ პრესაზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, ლეგენდარული პილოტი იმყოფებოდა 27 წლის ჯინა-მარიას საქორწინო ცერემონიაზე. შუმახერის ქალიშვილის რჩეულია იენ ბეტკე. ცერემონია მალიორკაზე, შუმახერების საოჯახო ვილაზე გაიმართა.
აღნიშნავენ, რომ ეს იყო 55 წლის მიხაელ შუმახერის პირველი გამოჩენა პუბლიკის წინაშე ბოლო 11 წლის განმავლობაში.
2013 წელს ფორმულა 1-ის ლეგენდამ თხილამურებით სრიალისას თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო. ყოფილი პილოტის ოჯახი დღემდე საიდუმლოდ ინახავს შუმახერის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ყველა დეტალს და ამ დროის განმავლობაში მისი არც ერთი ფოტო არ გამოქვეყნებულა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი