თეგებით ძიება

"ღამღამობით ჩუმად მიდის ერდოღანი პუტინის საწოლთან, შუბლზე ხელს ადებს და ეუბნება..." - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომზე წერს:

"აუ, ახალი ნარატივი აქვთ რუსეთუმეებს:
ამ მარხვაშიო, მარხვაშიო, ამ მარხვაშიო, ზელენსკი და უკრაინა ბედავს და თავს იცავს მტრისგან, ოჯახებს და ტაძარს იცავს მტრისგან და ხოცავს იმ მტერს, რომელიც მართლმადიდებელიაო... იქვე მიუყოლებია ზოგს – მძაგს ეს ზელენსკი, მძულსო – ზედ აკვდება მარხვას სიძულვილი იმ ადამიანების, ვისაც სახლში შეუვარდნენ, ხოცავენ და თავის დაცვას ცდილობენ...
ეს ხალხი, წითელ პარასკევსაც დახოცავს უკრაინელ ხალხს თავისი ხელით, რომ მიუშვა და მერე კვერცხს შეღებავს.
მართლ კი არა, პუტინმადიდებელია ეგ და ლენინმადიდებელი...
არავინ არ უბრუნებს კითხვას, ამ მარხვაში, რუსეთი რატომ კლავს ბავშვებს, ქალებს, რატომ ანგრევს ტაძრებსო...
მართლ–მადიდებელი – სულ სიმართლესთან ასოცირებული მგონია და რანაირადაა ახლა ეს ადამიანი ჩემთან ერთმორწმუნე?
იქეთ, რაღაცა ზღაპრებს წერენ, თურქეთი რუსეთის მხარესააო...
კი, აბა, რა...
თურქეთი მზადაა, ყველა რუსს დაეხმაროს დარჩენილი ფულის დახარჯვაში, თორემ, თურქეთი, შავ ხვრელს არ გააჩენს თავის ქვეყანაში რუსის გამოზამთრების გამო:)
კი, აბა რა, მართალია, თურქული ბაირაქთარები უკრაინელებს აქვთ, მაგრამ ღამღამობით ჩუმად მიდის ერდოღანი პუტინის საწოლთან, შუბლზე ხელს ადებს და ეუბნება: არ იდარდო, ვოვა, ახალს გიყიდიან...
მერე მთელი ღამე ბღავის ვოვა, თურმე, მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნიაო...
მარლთმადიდებელი ლენინი თავშესაფარს ითხოვს უკვე ევროპაში – ნერვი აღარ დამრჩაო...
სადღაა ძველი, მსოფლიო ისეთი, როგორიც იყო, ვეღარ იქნება, შეეგუეთ!!!", - წერს კეშელავა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა