თეგებით ძიება

ბიძინას უნდა ისტორიის განმეორება - ის დიდი ხანია "გეორგიევსკის ტრაქტატი -2 "-ს ამზადებს - ხუხაშვილი

რატომ მიდის ერეკლე II-ის ასეთი პიარი? ეს შემთხვევით არ ხდება, ბიძინას უნდა ისტორიის განმეორება - ის დიდი ხანია "გეორგიევსკის ტრაქტატი -2 "-ს ამზადებს , - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

„ლავროვმა თქვა, რომ არიან სახელმწიფოები... ტერიტორიებს არ დაგვითმობენ, ცალ-ცალკე სუბიექტებად გავწევრიანდებით. რუსეთის სტრატეგიული მიზანია - მოდერნიზებული სსრკ-ს აღდგენა. ეს დღეს კი არ დაწყებულა. ახლა, ტექნოლოგიურად რისი საშუალებაც ექნება ისე გააკეთებს, შეიძლება ეს გზა ცოტა გრძელი იყოს: ჯერ 3+3 ფორმატზე მოგვაწერინონ ხელი, შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით გაათამაშონ 1983 წინა პერიოდი, როდესაც ერეკლე მეორე სამ იმპერიას შორის იხლიჩებოდა, ეს მოცემულობა გაიმეორონ, შემდეგ ატყდება ამბავი დაიწყება დიდი აჟიოტაჟი... ბიძინა დიდი ხანია "გეორგიევსკის ტრაქტატი -2 "-ს ამზადებს.

მეტსაც გეტყვით, რატომ მიდის ერეკლე მეორის ასეთი პიარი? ეს შემთხვევით არ ხდება. ბიძინას უნდა ისტორიის გამეორება და ერეკლე მეორის სტატუსი უნდა საქართველოში, ის კი არა , რომ რუსეთს დაუწვა, მას უნდა, გაათამაშოს, თითქოს სხვა გზა არ გვაქვს: დასავლეთმა მიგვატოვა, ამიტომ თურქეთსა და ირანს შორის ალტერნატივა ისევ ერთმორწმუნე რუსეთი რჩება. ამის გათამაშება უნდა. მაგრამ, ჯერ-ჯერობით ბიძინას ორჯონიკიძის ბედი უფრო ეჭყანება. ტყუილად ცდილო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა