თეგებით ძიება

"ადამიანებს ჭიათურაში თავზე ჭერი ენგრევათ. მაგრამ ამ ომს არავინ ეძახის ომს, მას ეკონომიკური განვითარება დაარქვეს, ხოლო მკვლელს - პასუხისმგებლიანი კომპანია" - ბექა წიქარიშვილი

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ დამფუძნებელი, ბექა წიქარიშვილი ჭიათურაში ეკოლოგიურ კატასტროფას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ვიდრე “ომი უკრაინაშია” და ჩვენ

“მშვიდად განვაგრძობთ ეკონომიკურ განვითარებას”...
ჭიათურის სოფლები დიდად არ განირჩევა პუტინის ჭურვებით დაბომბილი დასახლებებისგან. მენდეთ, მინახავს, ან არ მენდოთ, გადაამოწმეთ, ჩადით. ომს, რომელიც აქ მიმდინარეობს, ასევე ჰყავს უამრავი უდანაშაულო მსხვერპლი და იძულებით გასახლებული. ადამიანებს აქაც, ფეხქვეშ მიწა ერყევათ და თავზე ჭერი ენგრევათ. მაგრამ ამ ომს არავინ ეძახის ომს, მას ეკონომიკური განვითარება დაარქვეს, ხოლო მკვლელს - პასუხისმგებლიანი კომპანია. სიმართლე გითხრათ, მგონია, თუ ამ ომს ვერ ხედავ, ალბათ ვერცერთ ომს ხედავ", - წერს ბექა წიქარიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა