თეგებით ძიება

ფარული ჩანაწერი - ბავშვებმა უკრაინაში პუტინის აგრესიის მოწინააღმდეგე მასწავლებელი ჩაუშვეს

ფარული ჩანაწერი - მასწავლებელი, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას აკრიტიკებდა მოსწავლეებმა "ამხილეს". ფარული აუდიო ჩანაწერი კი შესაბამის ორგანოში გააგზავნეს. პედაგოგს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

როგორც გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში ისმინება, მასწავლებელი რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, მართებულია.

ცნობისთვის, პუტინის რუსეთში აკრძალულია უკრაინაში მიმდინარე ომისთვის "ომის" წოდება, ასევე იკრძალება რუსული ჯარის კრიტიკა. დარღვევა სისხლის სამართლებრივად დასჯადია.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რასაც ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის დაღუპვა და მილიონობით ადამიანის ლტოლვილად ქცევა მოყვა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა