თეგებით ძიება

"აჭარის „არევა“, ცხინვალის მიერთება...არ გააღიზიანოთ პუტინი და ლანძღეთ ზელენსკი" - დაჩი გრძელიშვილი მთავრობას

ჟურნალისტი, დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობას მიმართავს და იმ სიურპრიზებზე წერს, რასაც კრემლი ოფიციალურ თბილისს უმზადებს.

"საქართველოს მთავრობა, თქვენ არ გააღიზიანოთ პუტინი და ზელენსკი ლანძღეთ. ამასობაში „მადლიერმა“ რუსეთმა სრული პაკეტი გაგიმზადათ, ცხინვალის მიერთება, აფხაზებთან საზღვრის გაუქმება, თავის ჭკუაში აჭარის „არევა“ - ნუ აქ ეტყობა ალტინფოს და პატრიოტთა ალიანსის მცდარ ინფორმაციას ეყრდნობიან . ვის ეტენებით ბიძია, რატო ეტენებით??? არადა, ასეა - მონებს პატივს არსად სცემენ. უფრო სწორედ, სცემენ, მაგრამ პატივს არა - უბრალოდ სცემენ... ისე, თუ ატყობთ, აფხაზები ოცნებაზე ღირსეულად რომ გამოდიან - მართლა რუსეთის ანაბარად არიან დარჩენილი, მაგრამ შეერთებაზე უარს ეუბნებიან... რამხელა ნიჭი და ტიტანური ძალისხმევა უნდა გამოეჩინა ირაკლი კობახიძეს, რომ ასლან ბჟანიაზე უღირსი გამოჩენილიყო - საკუთარ ხალხთან მიმართებაში...", - წერს გრძელიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა