თეგებით ძიება

"იქნება დიდი მიწისძვრები, დიდი ცეცხლი..." - ლელა კაკულიას გაფრთხილება

ლელა კაკულიას ფეისბუქგვერდზე მისი წინასწარმეტყველებები ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 30 მარტს განაცხადა, 10 აპრილის შემდეგ საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდება, სადაც „რესპუბლიკის“ მოსახლეობა რუსეთთან მიერთების შესახებ თავის აზრს დააფიქსირებსო.

საქმე ისაა, რომ 10 აპრილს ბიბილოვის „უკიდეგანო რესპუბლიკაში“ საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული და როგორც ჩანს, შედეგების დამტკიცების მერე გეგმავს „მამა-მარჩენალის“ კალთის ქვეშ შეძრომას.



მაგრამ, იმედები უნდა გავუცრიოთ ბიბილოვს. ლელა კაკულიას უმცდარი და უცდომელი წინასწარმეტყველებები სულ სხვას უქადის სეპარატისტებს.
ქვემოთ ძველი წინასწარმეტყველებებიდან მხოლოდ ორ ამონარიდს შეგახსენებთ.

2008 წელი, 28 აგვისტო
ვხედავ, აზიის ქვეყნებს ეშინიათ რუსეთთან პოლიტიკურ ალიანსში შესვლა, რათა ისინი კრემლმა ძალიან საშიშ პოლიტიკურ ავანტურებში არ ჩაითრიოს.
მუსლიმები არასდროს ენდობოდნენ რუსებს და მით უმეტეს დღეს, აგრესორ რუსეთთან არცერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ.
„თუ რუსეთი რაიმე პოლიტიკის თამაშს დაიწყებს, თუ დასჭირდა, პარტნიორ ქვეყანას არ დაინდობს“, — დასავლეთზე აღარას ვამბობ, რუსეთის იმიჯი აზიაშიც ასეთია.

ვხედავ, რუსეთმა წააგო.
იდება დოკუმენტები, რომელთაც მსოფლიო აწერს ხელს და ამტკიცებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომლის საზღვრები ერთიანია, ანუ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ხოლო რუსეთის განცხადება — ეს ავანტურაა და მეტი არაფერი.

ამ ავანტურას მსოფლიო უარყოფს და მოითხოვს, რომ რუსეთმა დატოვოს საზღვრები სრულიად საქართველოსი. ისედაც მოუწევთ დატოვება, რადგან, ვხედავ, საქართველო ნატოს შემადგენლობაშია.

დასავლეთი რუსეთს არცერთ შემთხვევაში არ გაატანინებს თავისას. მსოფლიოს ქვეყნებს რუსეთის ფედერაციის დაშლა ისე აწყობთ, როგორც არასდროს. ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის.

ვხედავ, როგორ იწვის ჩრდილოეთ კავკასია. ეს ჯერ კიდევ 1990-1992 წლებში ვიწინასწარმეტყველე.
ვხედავ, რუსეთი დაიშლება.

ვხედავ უკრაინასთან დიდ შეჯახებას.
„აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“, — აფიქსირებს მთელი მსოფლიო და ამას ვერავინ შეცვლის.
‼️ რუსეთის მიერ დადგმული ცირკი მალე დამთავრდება ისევ რუსეთის დამარცხებით, ოსებსა და აფსუებს კი ხელში შერჩებათ უკანონო, ფარატინა, ცრუ ქაღალდი მათი ვითომ დამოუკიდებლობის შესახებ!

აი, ეს არის ბედის ირონია მართლაც — რაც არ გერგებათ, არ შეგერგებათ!
რაც შენი არ არის, კოსმოსი არ შეგარჩენს. ამინ!

რუსეთმა თავი გაიმასხარავა. აღარას ვამბობთ მათ რეგულარულ არმიაზე, რომელიც მსოფლიომ იხილა.
ვხედავ, მომავალში რუსეთი უკანმოუხედავად გარბის საქართველოდან.

იმით, რაც მოხდა საქართველოში, რუსეთს ნიღაბი ჩამოეხსნა და მთავარი ის არის, რომ მსოფლიო არ ენდობა რუსეთს, მსოფლიოს სძულს რუსი ოკუპანტები.
კრემლმა მოკავშირე ვერ მონახა და ვერც მონახავს. ვხედავ, ყველაფერი რუსეთის წინაღმდეგ მოიმართება, ყველაფერი უკან უბრუნდებათ.
საბჭოთა კავშირი არავის უნდა, საბჭოთა ფაშიზმი ძულს მთელ მსოფლიოს.

ვხედავ, ხალხი არ უყურებს რუსულ ფილმებს, არ უსმენს რუსულ მუსიკას, არ უყურებს რუსულ სპორტს, არც მათი ეკონომიკა აინტერესებთ და არც მათი სარწმუნოება.

ვხედავ, რომ მსოფლიო რუსებს არ მიიჩნევს მართლმადიდებლებად. დიდი ზიზღი — აი ამას მიიღებს რუსეთი მსოფლიოს ხალხებისგან.
ერთ საინტერესო ფაქტს ვხედავ: ინგრევა დიდი ეკლესია — რუსების სიამაყე! ეს ნიშანია კოსმოსიდან. ფრთხილად, გამყიდველებო, ქრისტეს გამყიდველებო!!!
რუსები არავის ეცოდება. ეს საშინელი ძალა, ბოლოსდაბოლოს, ნადგურდება. არც ბუნება დაინდობს რუსეთს. იქნება დიდი მიწისძვრები, დიდი ცეცხლი. ეს არის მესიჯი კოსმოსიდან. რაც თავიანთია, ვხედავ, ისიც არ შერჩებათ. ამინ!

2013 წელი, 29 სექტემბერი
<...> მინდა გავიმეორო წლების წინ ნათქვამი:
‼️რუსეთი მაინც სცნობს საქართველოს თავის წინანდელ საზღვრებში — აფხაზეთთან და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან ერთად, ხოლო აფსუებსა და ოსებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების დოკუმენტის ნაცვლად, ფარატინა ქაღალდი შერჩებათ ხელში. ‼️

<...> საინტერესო ისაა, რომ (ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე) ჩრდილოეთ ოსეთის ინტერესებში საერთოდ არ შედის „სამხრეთ ოსეთი“. ეს სწორი პოზიციაა, ვინაიდან მათ ზუსტად იციან, რომ სამაჩაბლოს ვერ შეიერთებენ".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა