თეგებით ძიება

სააკაშვილი ხშირად იხლართება ტყუილსა და მართალში - ბექა ოდიშარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ხშირად იხლართება ხოლმე ტყუილსა და მართალში.

„ის ხშირად იხლართება ხოლმე ტყუილსა და მართალში, საკუთარ ტყუილსა და ნუ, სიმართლეში იშვიათად, მაგრამ ცდილობს, რომ მოდელირებული გახადოს. ძალიან ძნელია ევროპული სტრუქტურების, მითუმეტეს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოდელირება. ყველაფერი ხდება პროტოკოლით, დადგენილი წესით, შესაბამისად ობიექტური გადაწყვეტილება დგება და ამას ჩვენც ვიღებთ მხედველობაში“, – განაცხადა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ პენიტენციურ სისტემაში მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მოპყრობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება მისივე მიმართვის საფუძველზე შეწყვიტა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა