თეგებით ძიება

"თავისი სახაჭაპურე გადააკეთა უკრაინის არმიის მხარდამჭერ ობიექტად" - ალეკო ელისაშვილი ქართველი მორაგბის შესახებ ჰყვება

"მოქალაქეების“ ლიდერი, დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც უკრაინაში მოხალისედ იმყოფება სოციალურ ქსელში ქართველი რაგბისტის შესახებ წერს.

"ეს ბიჭია დიმა ბასილაია მორაგბე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები. კიევში ცხოვრობს, თავისი სახაჭაპურე გადააკეთა უკრაინის არმიის მხარდამჭერ ობიექტად.

თავისი ხარჯით აჭმევს უკვე ერთი თვეა მოხუც მეზობლებს, ერთ ერთი საავადმყოფოს პერსონალს და პაციენტებს და არმიას. ეს ბიჭი არის გმირი! სიკვდილი რუს ოკუპანტებს! დიდება უკრაინას!

დიდება საქართველოს!”, – წერს ალეკო ელისაშვილი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა