თეგებით ძიება

ციხის უფროსმა "კანონიერ ქურდს" ჯერ აგინა, შემდეგ კი სცემა - ვიდეოჩანაწერები "რეზო ჯვარსკის" საკნიდან

ციხის უფროსმა "კანონიერ ქურდს" საკანში ჯერ აგინა, შემდეგ კი სცემა - "ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, "რეზო ჯვარსკისა" და მატროსოვის ციხის შეფს შორის დაპირისპირება ისე გამწვავდა, რომ ხელჩართული ჩხუბითაც კი დასრულდა. ირკვევა ისიც, რომ ყველაზე ახალგაზრდა "კანონიერმა ქურდმა" რომელიც ჯერ ციხის საკანში, შემდეგ კი გასახდელში ციხის უფროსმა სცემა, თვითმკვლელობა 4-ჯერ სცადა.

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, შემთხვევა, ე.წ. მატროსოვის ციხეში, 18 თებერვალს 17:05 საათზე გამოცხადდა.

"შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ციხის უფროსმა, ვახტანგ დიდიძემ "კრიმინალურ ავტორიტეტს" რევაზ უბილავას სახეში ხელი დაარტყა, რასაც "ქურდის" საკანში უმართავი პროცესი მოჰყვა.

უბილავას ოჯახის მტკიცებით, წალენჯიხაში პატიმარ ქურდს ხელისუფლებამ არჩევნებზე დახმარება სთხოვა, თუმცა უარი მიიღო, "ოცნებამ" წააგო, ამიტომ "ქურდს" მხარდაჭერაზე უარს არ პატიობენ.

"შაბათის ეთერმა" ე.წ. კანონიერი ქურდის საკნის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მოიპოვა. ვიდეომასალაში ხმა არ ისმის, თუმცა კადრებში ჩანს, რომ ციხის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილესთან, "რამაზ ჯვარსკის" დაძაბული საუბარი აქვს, ის საკნიდან გადის, რამდენიმე წუთში უკვე, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის საკანში ციხის უფროსი. ვახტანგ დიდიძე შედის.

საუბარი დიდიძესა და "რევაზ ჯვარსკის" შორის რამდენიმე წუთს გრძელდება. კადრებში რჩება განცდა რომ ციხის უფროსი პატიმარს სავარაუდოდ აგინებს. "ჯვარსკი" კი ციხის უფროსს სახეში ყავას ასხამს.

ამის შემდეგ განგაში ცხადდება, თუმცა საკანში შესული უსაფრთხოების მაღალჩინოსნები, სიტუაციის განმუხტვას ვერ ახერხებენ, "კანონიერ ქურდს" ციხის უფროსი ჯერ დედას აგინებს, შემდეგ კი სახეში ურტყამას.

"დირექტორი წამოვიდა ჩემთან და მითხრა, შე დედამოტ..ულო ბავშვო რა დღეში ხარ? მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ყავა რომ მეკავა ხელში სახეში შევასხი. დირექტორი პირისპირ დადგა იგინებოდა ჩემი მისამართით . ამ დროს მან დამარტყა ხელი რა დროსაც მე ვერ მოვითმინე და ვუპასუხე დარტყმით. გაგვაშველეს შემოსულმა კონტროლიორებმა"- წერს "კანონიერი ქურდი" ჩვენებაში.

"რეზო ჯვარსკის" მტკიცებით, ამის შემდეგ მისი წამება და ცემა უკვე ცალკე ოთახში გაგრძელდა.

"წამიყვანეს საჩხრეკში, სადაც დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები. მათგან ერთ-ერთმა მომმართა, უბილავას ხელებზე და ფეხებზე ხელბორკილები დაადეთ და წამოათრიეთო. გამიკვირდა, ესეთი აგრესიული და მბრძანებლური ტონი. რა შენი საქმეა შენი დედაცო. დამავლო ორივე ხელი, დამადეს ხელბორკილები და დამიწყეს ხელებით და ფეხებით ცემა. არც მახსოვს როგორ აღმოვჩნდი ესკორტის მანქანაში. 50 მეტრი ცემაში გამატარეს, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა" - ყვება ე.წ. კანონიერი ავტორიტეტი.

პატიმარი რევაზ უბილავა, მატროსოვის ციხეში ცემის შემდეგ, ბათუმის, ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაიყვანეს. დედა ამბობს, რომ თითქმის ორი თვეა მისი შვილი წამების მსხვერპლია, აქვს განცდა, რომ არსებობს მისი მისი შვილის მკვლელობის არაფორმალური ბრძანება.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ყველაზე ახალგაზრდა "კანონიერი ქურდ" რევაზ უბილავას მშობლიურ წალენჯიხაში დაკავებამდე რამდენიმეჯერ თავდასხმა მოსკოვში მოუწყეს. საჯარო ინფორმაციით დგინდება, რომ მას არმავირსკის ქურდების დაჯგუფებასთან კონფლიქტი ჰქონდა, რის გამოც მოსკოვში მისი ჩაცხრილვა სცადეს. არსებობს ერთი საეჭვო გარემოება, საქართველოში დაკავების შემდეგ, "რევაზ ჯვარსკის" ბადრაგირების დროს ემუქრებიან და ესკორტის ოფიცერი, თორნიკე გრიგალაშვილი ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. ჩვენებაში "კანონიერი ქურდი" წერს, რომ მის შესახებ ინფორმაციას გრიგალაშვილი მესამე პირს ვიდეო თვალით აძლევდა:

სახე მომადო - შენ რუსეთში ჩემებთან გაგივიდა, ჩემთან ვერ გაგივაო. ვერ ვიცანი და შევეკითხე ვინ იყო, არავინ არაფერს შეგარჩენსო. წამოხვალ ჩემთან და დანარჩენს გზაში ნახავო. თორნიკემ შემაგინა დედის მისამართით და თავი ვერ შევიკავე, მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა. ის სარგებლობდა ორი ტელეფონით. მგზავრობის დროს მიღებდა და სავარაუდოდ, ტელეფონზე ვიღაცას ჩემზე ესაუბრებოდა - "ხმა ჩაგდებული გასუსული ზისო". უფრო ხმამაღლა წარმოთქვა - "ხმას ამოიღებს და დედას ვუტირებო".

"მიმითითეს ჩემს ვარცხნილობაზე, "პიჟონივით" დადიხარ რისი ტრა.ი გაქვსო. ხმამაღლა მითხრა რუსეთის ფაქტი რომ გაგხსენებოდა, სხვანაირად დამელაპარაკებოდიო. დავადებინე სამაჯური და დაცინვით მითხრა ხო ხედავ შენი უტრაკოება დაამტკიცეო. ავღელდი და თავი მივარტყი სახის არეში"- წერს პატიმარი.

"კანონიერი ქურდი" ახლა ციხეში შიმშილობს, ადვოკატის მტკციებით, მისი მდგომარეობა საათობრივად მძიმდება. საგამოძიები უწყებები კი ციხეში მომხდარ ამბავზე ამბობენ იმას, რომ არაფერს ამბობენ.


წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა