თეგებით ძიება

"ამ ომმა შეცვალა ჩემი ცხოვრება... ზომიერება დავკარგე. უფრო სასტიკი გავხდი... " - ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმედ იბრძვის, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ამ ომმა შეცვალა ჩემი ცხოვრება, ჩემი შეხედულებები ადამიანებზე, ფასეულობებზე და საერთოდ სამყაროზე. დარდი ისედაც არ მაკლდა და უფრო მეტად გამიმძაფრდა წვრილმანებში ბედნიერების ძებნის ინსტიქტი.

ზომიერება დავკარგე. უფრო სასტიკი გავხდი ბოროტების და უსამართლობის მიმართ და უფრო გულჩვილი სუსტის და დაჩაგრულის დანახვაზე...
ბუჩაში რაც ხდება (ალბათ სხვაგან უფრო უარესი) ის უნდა ნახოთ, სიცოცხლე, სიკეთე, სინათლე რომ დააფასოთ უფრო მეტად... მაგრამ სჯობს არ ნახოთ", - წერს ოქრუაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა