თეგებით ძიება

"ძალადობა, გაუპატიურება, წამება, მკვლელობა, სასტიკი მოპყრობა… უკრაინელ სამხედროებს დახვდათ ჯოჯოხეთი" - თეონა ცხომელიძე

ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე უკრაინაში არსებულ მძიმე ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს:

"დასახლებებში საიდანაც რუსები გავიდნენ, უკრაინელ სამხედროებს დახვდათ ჯოჯოხეთი. შუა ქუჩებში დაყრილი ხელებშეკრული მშვიდობიანი მოქალაქეების დახვრეტილი გვამები, ქალების გაშიშვლებული ცხედრები. მოკლული ადამიანებით სავსე ორმოები, საკანალიზაციო ჭები. ცოცხლად დამარხულები. ძალადობა, გაუპატიურება, წამება, მკვლელობა, სასტიკი მოპყრობა… ყველაფერი გააკეთეს ღორებმა და ეს მხოლოდ რამდენიმე დასახლების ამბავია.
წარმოდგენა მიჭირს რა დახვდებათ მარიუპოლში გათავისუფლების შემდეგ…
ფოტო ირპენიდან", - წერს ცხომელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა