თეგებით ძიება

როგორია შუალედური არჩევნების შედეგები?

ბათუმში გამართული შუალედური არჩევნების შედეგად "ქართული ოცნების" კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ 69% მიიღო, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ 31%.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ბათუმში 14-ვე საარჩევნო უბანი დათვლილია. არჩევნებზე ბათუმში ჯამში 31 საჩივარი დარეგისტრირდა.

რაც შეეხება მაჟორიტარი კანდიდატის არჩევნებს რუსთავსა და გარდაბნის 10 თემში. დათვლილია ყველა საარჩევნო უბანი. არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 90, 61% მიიღო. შატაკიშვილის კონკურენტები იყვნენ კანდიდატები პარტიებიდან "საქართველოს ერთობისა და განვითარების" და "სოციალური სამართლიანობისთვის".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა