თეგებით ძიება

"როგორ არ ამართლებდით, იმ ხალხს რუსი უნდა და ზელენსკი აიძულებს ომსო - ამ ხალხს უნდოდა რუსი?" - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებულ სისასტიკეზე სოციალურ ქსელში ეხმაურება და რუსულ ნარატივზე წერს:

"მშვიდობიანი ხალხი, ხელებშეკრული ხალხი აწამეს და დახვრიტეს, ორსულები დაბომბებს, ბავშვები, მოხუცები...
როგორ არ ამართლებდით, იმ ხალხს რუსი უნდა და ზელენსკი აიძულებს ომსო - ამ ხალხს უნდოდა რუსი? ხელები რომ შეუკრეს, აწამეს, დახვრიტეს და ქუჩაში დაყარეს? დაპყრობას რომ სიკვდილი არჩიეს, ამ ხალხს უნდოდა რუსი?

იქ სამხედრო იყო უკრაინელი და იმიტომ დაბომბესო, სახლში რომ შეუვარდნენ, სამხედროს რომ ვერ მოერიეს, მერე დაუხოცეს შვილებიო... ახლა მომდევნო სამარცხვინო ნარატივი რა იქნება? დაპყრობილ ქალაქში, ქუჩაში რომ დახოცეს ხალხი, იქ ვის და რის გამო დახოცეს?

ფაშისტების გამართლება და მხარდაჭერა, მკვლელების მხარდაჭერა, მკვლელების დახმარება (მათი ნარატივის გავრცელებით, მაგალითად) და წახალისება დასჯადი იქნება!

მიწერეთ კიდევ ფაშისტ პუტინს, მოდი, გვინდევხარო!

მოითხოვეთ კიდევ ნეიტრალიტეტი, რომ იქნება უიარაღოდ და მარტონი დავრჩეთ რუსის პირისპირ და მერე ჩვენი დახვრეტის უფლებასაც მისცემთ!
მეორე მსოფლიო ომის დროს, ბევრს არ ეგონა გერმანია თუ წააგებდა და არც ის ეგონა ბევრს, გერმანელი ფაშისტების დახმარება თუ დანაშაულად ჩაეთვლებოდა, ებრაელთა ჩაშვებაც არ ეგონათ თუ იქნებოდა დასჯადი - მაგრამ ომის შემდეგ ზოგი დაიჭირეს, ზოგი დახვრიტეს, ზოგს ხალხი გაუსწორდა
ვერც რუსი ფაშისტები მოიგებენ ამ ომს და რუსის ნარატივის გავრცელება დღეს
ფაშიზმის და მკვლელობის წახალისება და დახმარებაა
და ამ ხალხზე თქვა პრემიერმა ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, არ უნდა მიაწოდოს ამერიკამ იარაღიო! ამ ხალხის მკვლელებთან დავდეთ ახალი სავაჭრო ხელშეკრულება და ქართულმა მხარემ, თავად დადეს რუსებმა ხელშეკრულება ჩვენთან და უარი ვერ ვუთხარით, თან ეს ახალი შესაძლებლობააო! ამ ხალხის მკვლელების ახლობლები შევიფარეთ ქვეყანაში, ბინადრობის უფლებას ვაძლევთ, უვიზო მიმოსვლას, ბიზნეს ვარეგისტრირებინებთ, რომ სანქციებს თავი აარიდონ და... ამორალური იქნებოდა ეს ომამდე!

დღეს ეს ცდება მორალს, მკვლელის მხარდაჭერა, წახალისება მკვლელობის, სხვის სახლში შევარდნისა და ბავშვების დახოცვის წახალისება ცდება მორალს და დასჯადია... არ ვიცი როდის და როგორ მოვა ეს სასჯელი, მაგრამ მოვა, აუცილებლად მოვა, ყოველთვის მოდის", - წერს კეშელავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა