თეგებით ძიება

"ალექსანდრე ელისაშვილი და დომენიკ მანგო თუ არ შეგხვედრია ომის წინა ხაზზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ..." - რას წერს ლადო გამსახურდია

ქართული ლეგიონის წევრი, ლადო გამსახურდია უკრაინაში მყოფ და მებრძოლ ქართველებზე სოციალურ ქსელში წერს:

"ალექსანდრე ელისაშვილი / დომენიკ მანგო თუ არ შეგხვედრია ომის წინა ხაზზე ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან საქმე არ გააკეთა უკრაინისთვის და საერთოდ მოვრჩეთ ამ საუბრებს,ომში ვის რა დანიშნულება აქვს და ვის რა შეუძლია იმას აკეთებს, საერთოჯამში კიდევ ყველა ომშია.
მე პირადად საქართველოდან უკრაინაში ჩამოსვლა 1500 ლარი დამიჯდა, ისიც მეგობრების დახმარებით შევაგროვე. დომენიკ მანგომ მინიმუმ 100 მებრძოლი მაინც ჩამოიყვანა უკრაინაში, მათგან ზოგი წინა ხაზზეა ზოგი ზურგში. იანგარიშე, 100 მებრძოლი თავისი ხარჯით, რომ ჩამოსულიყო 150 000 ლარია, ვინ გადაიხდიდა?! ნუ იცით ხოლმე აქ მაინც ერთმანეთის დამუნათება. ერთმა მანგომ იმ მებრძოლების ჩამოყვანით შესაძლოა შენზე ბევრად მეტი საქმე გააკეთა. რას ჯიბრობთ ყველა ერთმანეთში, აქ ომია და ქართველები ვართ, ვის რისი თავი და გამოცდილება აქვს იმის მიხედვით მოქმედებს, თორემ არავის არავისზე ნაკლები ვაჟკაცობა არ აქვს", - წერს გამსახურდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა